სააკაშვილის სანახავად ციხეში მისი ოჯახის წევრები მივიდნენ
ამობეჭდვა · 11 / 10 / 2021 16:53
სააკაშვილის სანახავად ციხეში მისი ოჯახის წევრები მივიდნენ

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სანახავად რუსთავის ციხეში მისი შვილები, ედუარდ და ნიკოლოზ სააკაშვილები და დედა გიული ალასანია მივიდნენ.

 

როგორც სააკაშვილის უფროსმა ვაჟმა ედუარდ სააკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ოჯახის პრიორიტეტი ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა და თავისუფლებაა.

მან სააკაშვილის მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოგვეცა ამის საშუალება მე-10 დღეს, ძალიან დიდი ხანი ველოდებოდით ამას. ჩვენი, როგორც ოჯახის პრიორიტეტია, ვიხილოთ მიშა ჯანმრთელი, თავისუფალი და მადლობას გადავუხდი ყველას, ვინც ამ მიზანს იზიარებს“, - აღნიშნა ედუარდ სააკაშვილმა.