თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში სახლის ჩამონგრევისას გადარჩენილი მცირეწლოვანი იოანე ქავთარაძე და ზვიად თავდგირიძე მოინახულა
ამობეჭდვა · 12 / 10 / 2021 10:29
თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში სახლის ჩამონგრევისას გადარჩენილი მცირეწლოვანი იოანე ქავთარაძე და ზვიად თავდგირიძე მოინახულა

 

 აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს გადარჩენილი მცირეწლოვანი იოანე ქავთარაძე და ზვიად თავდგირიძე მოინახულა. ერთი წლის იოანე ქავთარაძე სამაშველო ოპერაციის შედეგად ჩამონგრეული კორპუსის ახლოს მდგომი ავტომობილიდან ამოიყვანეს. ბავშვი თავს კარგად გრძნობს და სახლში იმყოფება.

ამასთან, თორნიკე რიჟვაძე სტაციონარში ზვიად თავდგირიძის მშობლებს გაესაუბრა და მკურნალი ექიმისგან მოისმინა ინფორმაცია პაციენტის მდგომარეობის შესახებ. ზვიად თავდგირიძემ ნანგრევებში 11 საათი გაატარა და მისი გადარჩენა სამაშველო ოპერაციის შედეგად გახდა შესაძლებელი. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურდება, შეინიშნება დადებითი დინამიკა.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, სახელმწიფო მომავალშიც გააგრძელეს ზრუნვას როგორც მათზე, ასევე ამ ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახებზე.