ლევან იოსელიანი - იმ პარტიების მიკვირს, ვინც ერთი მხრივ, მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად განიხილავს და მეორე მხრივ, მის მხარდასაჭერ აქციაზე მისვლა არ უნდა
ამობეჭდვა · 13 / 10 / 2021 12:51
ლევან იოსელიანი - იმ პარტიების მიკვირს, ვინც ერთი მხრივ, მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად განიხილავს და მეორე მხრივ, მის მხარდასაჭერ აქციაზე მისვლა არ უნდა

 

იმ პარტიების მიკვირს, ვინც ერთი მხრივ, მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად განიხილავს და მეორე მხრივ, მის მხარდასაჭერ აქციაზე მისვლა არ უნდა, - ამის შესახებ "მოქალაქეების" დეპუტატმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თავად სააკაშვილს რომ პოლიტპატიმრად თვლიდეს, აქციაზე მივიდოდა.

"ჩვენ "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე არ მივდივართ, ეს არის სხვა პარტიის აქცია, რომელიც მიმართულია მათი ლიდერის მხარდასაჭერად. თქვენ იცით, რომ მთელ რიგ საქმეებზე მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად არ მივიჩნევთ. იმ პარტიების მიკვირს, ვინც ერთი მხრივ, მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად განიხილავს და მეორე მხრივ, მის მხარდასაჭერ აქციაზე მისვლა არ უნდათ. ჩემთვის ეს გაუგებარია. თუ ადამიანს პოლიტპატიმრად თვლი, ეს ნიშნავს, რომ ის უსამართლოდ იდევნება, თუ უსამართლოდ იდევნება, მაშინ აქციაზე რატომ არ მიდიხარ და მხარს რატომ არ უჭერ?!"- განაცხადა იოსელიანმა.