ელისო კილაძეს დედა გარდაეცვალა – ,,16 წლის ვიყავი, მამაჩემი რომ გარდაიცვალა”
ამობეჭდვა · 13 / 10 / 2021 18:21
ელისო კილაძეს დედა გარდაეცვალა – ,,16 წლის ვიყავი, მამაჩემი რომ გარდაიცვალა”

 

გაზეთ ,,ქრონიკა +” – ის რედაქტორს, ჟურნალისტ ელისო კილაძეს დედა გარდაეცვალა.

,,დედა აღარ მყავს”, – დაწერა მან სოციალურ ქსელში.

ელისო კილაძე ქუთაისელია. თავის ოჯახზე ერთ-ერთ ინტერვიუში ყვება:

-დიდი და ძალიან თბილი ოჯახი მქონდა. მახსოვს, ერთხელ ბაღში, ერთ-ერთ ზეიმზე ჩურჩული ატყდა, დამსწრე მოვიდა განათლების განყოფილებიდანო. მეც გამოვიჭყიტე მის დასანახავად, რადგან ბავშვობიდან ძალიან ცნობისმოყვარე ვიყავი და მამაჩემი აღმოვაჩნე. ისინი არ იცნობდნენ იმიტომ, რომ სიძე იყო და იქ არ ცხოვრობდა, სადაც მე გავიზარდე.

სამსახურის გამო დედა და მამა სულ დაკავებულები იყვნენ და ბებია-ბაბუასთან ამიტომ ვიზრდებოდი. მახსოვს, ძალიან ამაყი ვიყავი, როდესაც აღმოვაჩინე, რომ დამსწრე განათლების განყოფილებიდან იყო არა ვიღაც საშიში კაცი, არამედ მამაჩემი. არც ავადმყოფობდა. ექიმის შეცდომის გამო გულის ინფარქტით დაიღუპა. მაშინ მე მისაღები გამოცდებისთვის ვემზაებოდი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე იმ წელიწადს ერთი ქულა დამაკლდა. გარკვეულწილად, მამაჩემის მოულოდნელი გარდაცვალების დამსახურებაცაა, რომ მერე მე ძალიან დამოუკიდებელი გავხდი.

https://sarkenews.ge/