რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქციის გამო, რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე, სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ამობეჭდვა · 14 / 10 / 2021 15:08
 რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქციის გამო, რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე,  სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

 


14
ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქციის გამორესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდესატრანსპორტო გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

კერძო სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების გავლით.
მელიქიშვილის ქუჩიდან, მთაწმინდის ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელია ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდგომ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით.

მთაწმინდის რაიონიდან მელიქიშვილის ქუჩასა და მეტროსადგურრუსთაველისტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება  გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით.

მეტროსადგურრუსთაველისმიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი კერძო ავტომობილები რესპუბლიკის მოედანთან მობრუნების შემდეგ შეძლებენ გადაადგილებას მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მარჯვენა სანაპიროს გამოყენებით.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამ პერიოდში გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით: ავტობუსები N6, N14, N31, N33, N37, N42, N46, N52, N58, N87, N88, N150 და N301, ასევემიკროავტობუსები N2, N31, N41, N72, N120, N133, N137, N145, N170 მელიქიშვილის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდებიან რუსთაველის გამზირზე ზეთის ხილის ხემდე. შემდეგ, მობრუნებით განაგრძობენ სვლას ჯავახიშვილის ქუჩაზემარჯვენა სანაპიროს გავლით დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ქუჩას და იხელმძღვანელებენ არსებული სქემით.

ავტობუსები N31, N37, N46, N301, N345, რომლებიც გორგასლის ქუჩიდან და ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩის გავლით გადაადგილდებოდნენ რუსთველის გამზირზე, ბარათაშვილის ხიდიდან სვლას გააგრძელებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე და  ჯავახიშვილის ქუჩის გავლით დაუკავშირდებიან მეტროსადგურრუსთაველს“, შემდგომ კი  იხელმძღვანელებენ დადგენილი სქემით.

მიკროავტობუსები N2, N31, N72, N120, N133, N137, N170 ბარათაშვილის ხიდის გავლით, გადაინაცვლებენ ბარათაშვილის ქუჩაზე და შემდეგ თაბუკაშვილის, ჭანტურიას, ვირსალაძის, ბროსესა და  ჯავახიშვილის ქუჩებით გადაადგილდებიან მეტროსადგურრუსთაველისკენ“. შემდგომ, მოძრაობას განაგრძობენ დადგენილი სქემით.

ავტობუსების N50, N71, N344 და მიკროავტობუსები N140, N149, N176 მარშრუტები, გორგასლის ქუჩიდან იმოძრავებენ მეტეხის ხიდის, ევროპის მოედნის, მარცხენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ხიდის გავლით.

ავტობუსები N2, N20, N25, N39, N43, N59, N80 დაასრულებენ მგზავრთა მომსახურებას ბარათაშვილის