ნათლიების ყოლა 3 წლით აიკრძალა
ამობეჭდვა · 18 / 10 / 2021 19:58
ნათლიების ყოლა 3 წლით აიკრძალა

 

კატანიის მუნიციპალიტეტში სასულიერო პირებმა ნათლობის ცერემონიაზე ნათლიების დასწრება 3 წლით აკრძალეს, იმ მოტივით, რომ ამჟამად ნათლიის წმინდა როლი ძალიან “საეჭვო” გახდა. ბევრი მშობელი ნათლიად მდიდარ ადამიანებს ირჩევს, მათში ხედავენ არა სულიერ მრჩეველს, არამედ შესაძლებლობას, შეიძინონ კავშირები და გავლენიანი მფარველები თავიანთი შვილებისთვის.

გაძლიერებას არ უნდა ემსახურებოდეს.

კატანის მთავარი ვიკარი, სალვატორე გენჩი ამბობს, რომ ეს ჯერჯერობით მხოლოდ ექსპერიმენტია. ის თავად 15 ბავშვის ნათლიაა, მაგრამ მას სჯერა, რომ ასეთი პასუხისმგებლობა ნათლიების უმეტესობის ძალას აღემატება.

ამ აკრძალვამ უკვე ჩაშალა ნათლობის რამდენიმე მდიდრული ცერემონია. კატანიის მაცხოვრებლებს უწევთ ნათლობისთვის მეზობელ ქალაქებში გაემგზავრონ, სადაც აკრძალვა ჯერ არ არის ძალაში.