ალექსანდრე ელისაშვილი: ვეტერანების 22 ლარიანი დახმარება გაიზრდება 100 ლარამდე, ეს არაფერი არ არის, თუმცა წინ მცირე ნაბიჯია გადადგმული
ამობეჭდვა · 19 / 10 / 2021 13:42
ალექსანდრე ელისაშვილი:  ვეტერანების 22 ლარიანი დახმარება გაიზრდება 100 ლარამდე, ეს არაფერი არ არის, თუმცა წინ მცირე ნაბიჯია გადადგმული

„ვეტერანები, ეს არის ხალხი, რომლებიც ყველაზე დაუფასებელი ადამიანები არიან, კარგია, რომ ორი დღის წინ, მათი თავგანწირვის, მათი სამშობლოსადმი ღვაწლის დაფასების გზაზე, ერთი ძალიან პატარა ნაბიჯი წინ გადაიდგა,  შევარდნაძის მთავრობის დროიდან მათ  22 ლარი დახმარება აქვთ, რომლის ირგვლივ წინა ხელისუფლების მხარდამჭერების მხრიდან კრიტიკა მოვისმინე, მათ ამის შესაცვლელად 9 წელი ჰქონდათ, ქართულმა ოცნებამაც ძალიან დააგვიანა, მაგრამ 2 დღის წინ მოვისმინეთ პრემიერ მინისტრისგან, რომ 2022 წლის ბიუჯეტით ვეტერანების 22 ლარიანი დახმარება გაიზრდება 100 ლარამდე, ეს არაფერი არ არის, თუმცა წინ მცირე ნაბიჯია გადადგმული“- განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისივე თქმით, ამ ნაბიჯების გაგრძელება აუცილებელია, რადგან ვეტერანებს სჭირდებათ გაუმჯობესებული საავადმყოფო, სოციალური პაკეტი და ოჯახის წევრებისთვის სხვადასხვა შეღავათების არსებობა.