სალომე სამადაშვილი: სააკაშვილს უნდა მიეცეს ის უფლება რაც არის ადამიანის ძირითადი უფლება - სამართლიანი სასამართლოს უფლება და არა მურუსიძის სასამართლოსი
ამობეჭდვა · 19 / 10 / 2021 13:55
სალომე სამადაშვილი: სააკაშვილს უნდა მიეცეს ის უფლება რაც არის ადამიანის ძირითადი უფლება - სამართლიანი სასამართლოს უფლება და არა მურუსიძის სასამართლოსი

 

 „ქვეყნის მესამე პრეზიდენტს უნდა მიეცეს ის უფლება რაც არის ადამიანის ძირითადი უფლება - სამართლიანი სასამართლოს უფლება და არა მურუსიძის სასამართლოსი. მიგვაჩნია, რომ რადგანაც სააკაშვილი გასამართლებულ იქნა მისი მონაწილეობის გარეშე და ევროპული კონვენცია ითვალისწინებს, რომ ადამიანს, მოქალაქეს უნდა ჰქონდეს უფლება დაესწროს საკუთარ სასამართლო პროცესს, ეს უფლება უნდა მიეცეს სააკაშვილს“, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა.

„გვაქვს კონკრეტული ხედვა და კონკრეტული წინადადებები შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს ის უფლება, რაც არის ადამიანის ძირითადი უფლება - სამართლიანი სასამართლოს უფლება და არა მურუსიძის სასამართლოსი. მიგვაჩნია, რომ რადგანაც სააკაშვილი გასამართლებულ იქნა მისი მონაწილეობის გარეშე და ევროპული კონვენცია ითვალისწინებს, რომ ადამიანს, მოქალაქეს უნდა ჰქონდეს უფლება დაესწროს საკუთარ სასამართლო პროცესს, განვიხილოთ შესაბამისი ცვლილებები საკანონმდებლო, რომელიც დაადგენს, რომ ერთი, მიეცეს მსჯავრდებულს უფლება გაასაჩივროს გამოტანილი განაჩენი  სწორედ იმ მიზეზით, რომ ის არ ესწრებოდა სასამართლო სხდომებს და მეორე, ასევე განვიხილოთ და მივიღოთ შესაბამის ცვლილება იმისთვის, რომ ეს პირი, შესაბამისად ახალი სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე, გათავისუფლებული იყოს პატიმრობიდან, უფრო სწორედ გადავადება მოხდეს მსჯავრის მოხდის პროცესის“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტმა უახლოს მომავალში ასევე უნდა იმსჯელოს ახალ საკანონმდებლო ცვლილებებზე რაც ყოფილი მაღალი პოლიტიკური პირების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყებას ეხება.

„ასევე უახლოს მომავალში საქართველოს პარლამენტმა უნდა იმსჯელოს ახალ საკანონმდებლო ცვლილებებზე რაც შეეხება ყოფილი მაღალი პოლიტიკური პირების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყებას, იმიტომ, რომ ხელისუფლება, მოგწონთ ეს თქვენ თუ არ მოგწონთ, გჯერათ თუ არა, ძალიან მალე შეიცვლება ამ ქვეყნაში და  მურუსიძის სასამართლოს ხელში თქვენ აღმოჩნდებით, და არავის არ ვუსურვებდი მურუსიძის სასამართლოს ხელში მოხვედრას“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.