მამუკა ხაზარაძე: უსმენენ ყველას - გაოცებული ვარ, რომ ამაზე პროტესტი არ აქვთ პარლამენტის წევრებს
ამობეჭდვა · 19 / 10 / 2021 14:01
მამუკა ხაზარაძე:  უსმენენ ყველას - გაოცებული ვარ, რომ ამაზე პროტესტი არ აქვთ პარლამენტის წევრებს

„უსმენენ ყველას, გისმენენ თქვენ, ჩემო ძვირფასო კოლეგებო, გიღებენ და ამას ინახავენ იმ დროისთვის, როცა მათ დაჭირდებათ. გაოცებული ვარ, რომ თქვენ ამაზე პროტესტი არ გაქვთ, კანონმდებლებს, როცა თქვენი ყველაზე მთავარი ღირებულება, თქვენი ღირსება - თავისუფლება, თქვენი მანდატი არის ხელყოფილი“,- ამის შესახებ ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, მამუკა ხაზარაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

გავრცელებულ ჩანაწერებზე საუბრისას, დეპუტატმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესაც მიმართა.

„გეკითხებით თქვენ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, რა მოიმოქმედეთ იმისთვის, რომ როდესაც თქვენი კოლეგას  უსმენენ უკანონოდ, ამ შემთხვევაში, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს, რაც დადასტურებულია რატომ არ გამოიძახეთ აქ ის პასუხისმგებელი პირები, რომ  გაგერკვიათ და კითხვები დაგვესვა ყველას,  ესენი გვისმენენ თუ უკანონოდ გვისმენს რომელიმე სხვა სახელმწიფოს სამსახური. ეს არ არის სახელმწიფო, რაშიც ახლა ჩვენ ვართ. ეს არის დამორჩილებული ადამიანების გუნდსაც ვერ დავარქმევ, რომელსაც ეშინია ხმის ამოღების და ეს პარლამენტი არის ფიქცია, იმიტომ რომ აქ რაიმეს თქმას არანაირი აზრი აქვს,  იმიტომ, რომ ხარ ოპოზიციაში და მეორე მხარეს არის უმრავლესობა.  არც კომიტეტებზე, იმიტომ რომ ეს მხარე მეორე მხარეს უყურებს როგორც მტერს“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.