ბარნოვის ქუჩაზე მოსასვენებელი სივრცე მოეწყო
ამობეჭდვა · 19 / 10 / 2021 14:09
ბარნოვის ქუჩაზე მოსასვენებელი სივრცე მოეწყო

მთაწმინდის რაიონის გამგეობა აქტიურად განაგრძობს რეკრეაციული ადგილების მოწყობას.

ამჯერად, ვ. ბარნოვის N71-ში არსებულ მოსასვენებელ სივრცეს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. პროექტის ფარგლებში, ტერიტორია დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა და უსაფრთხოების მოაჯირებით შემოისაზღვრა. ასევე, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. დაიდგა საპარკე სკამები და ურნები, მოეწყო განათების ქსელი.

აღნიშნული სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შეასრულა.