მიხეილ დაუშვილი: რასაც დღეს ვხედავთ არის პოლიტიკური შოუ
ამობეჭდვა · 19 / 10 / 2021 14:57
მიხეილ დაუშვილი: რასაც დღეს ვხედავთ არის პოლიტიკური შოუ

 „თუ გინდათ საუბარი საქმეზე, ვისაუბროთ საქმეზე, თუ არა და რასაც დღეს ვხედავთ, ეს არის პოლიტიკური შოუ. დღეს ჩვენი მოქალაქეების მთავარი დაკვეთა პარლამენტის და მთვარობის მიმართ არის განვითარება, მაგრამ ამის გარდა ყველაფერზე ვზრუნავთ“,-ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე  მიხეილ დაუშვილმა განაცხადა. 

მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ამ დარბაზში „ნაციონალური მოძრაობა“ საერთოდ არ იმყოფება, „ქართული ოცნება“ ქმნის სიმულაციას, რომ მთავარი პოლიტიკური აქტორია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად. მისივე თქმით, ეს მხოლოდ ძალაუფლების შესანარჩუნებლად კეთდება.

„ამ ყველაფერს ერთიც და მეორეც აკეთებთ მხოლოდ და მხოლოდ იმ ძალაუფლების შესანარჩუნებლად, რომელიც გაქვთ ნებისმიერ ფასად. და ამ ყველაფრის ფონზე მთავარი რეალობა არის ის, რომ თქვენ ადამიანი უბრალოდ აღარ გაინტერესებთ, აღარ გახსოვთ და არც გინდათ რომ გახსოვდეთ. იმიტომ, რომ თქვენი ამოცანა ადამიანი და მასზე ზრუნვა კი არ არის, თქვენი ამოცანაა ძალაუფლების შენარჩუნება და როდესაც გეუბნებით, რომ ლეგიტიმაციის პრობლემა გაქვთ, ამას ვგულისხმობ სწორედ, ადამიანების ნდობა აღარ გაქვთ, იმიტომ, რომ ადამიანები აღარ გახსოვთ.  დაივიწყეთ.

გეგმა რა გაქვთ, რას სთავაზობთ ადამიანებს, ვისაც ამდენი პრობლემა აქვთ, რა გამოსავალს აჩვენებთ, ამაზე გვესაუბრეთ. ნაციონალური მოძრაობის დასრულებაზე რომ გვესაუბრებით 9 წლის თავზე, ამ ადამიანებს რას ეუბნებით, ვისაც დახმარება სჭირდება, მათთვის რა პასუხი გაქვთ, თორემ  „ნაციონალური მოძრაობა“ წლის დასაწყისში თითქმის დასრულებული იყო, მაგრამ ისევ თქვენ ააღორძინეთ, გააცოცხლეთ, ფეხზე დააყენეთ, მიშა ჩამოუყვანეთ და ეს არის რეალობა რაშიც ვცხოვრობთ“,-განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.