ბადრი ჯაფარიძე-უმრავლესობას: პოლიტიკურად შეაფასეთ, რომ უკანონო მოსმენები არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა
ამობეჭდვა · 19 / 10 / 2021 15:39
ბადრი ჯაფარიძე-უმრავლესობას: პოლიტიკურად შეაფასეთ, რომ უკანონო მოსმენები არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა

 

 „საქმე გვაქვს ადამიანების დევნასთან. მე ამას შევაფასებ, როგორც დევნას, როდესაც გისმენენ ყოველდღიურად და ყველა შენს საუბარს. მე მგონია, რომ ამ შემთხვევაში, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, „ქართულ ოცნებას“ ეთქვა, რომ ეს არის მიუღებელი“,- ამის შესახებ ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოს“ თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე, გავრცელებულ ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა.

„სანამ გამოძიება დამთავრდება, შეაფასეთ,  როგორც მიუღებელი ფაქტი, რომ უსმენენ ადამიანის ყველა საუბარს. მე ამასთან დაკავშირებით არ მომისმენია არცერთი განცხადება, თითქოს პირში წყალი დაიგუბა ყველამ.  გამოძიება ერთი ამბავია, მაგრამ პოლიტიკურად შევაფასოთ, რომ ეს არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა  - მისი კერძო საუბრების მოსმენა, მის საძინებელ ოთახში შეხედვა, ეს არის დარღვევა, ეს არის დევნა“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.