მთაწმინდაზე თანადაფინანსებული პროექტების განხორციელება გრძელდება
ამობეჭდვა · 20 / 10 / 2021 14:27
მთაწმინდაზე თანადაფინანსებული პროექტების განხორციელება გრძელდება

 

მთაწმინდის რაიონის გამგეობა, ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებისთვის, ამხანაგობებში სხვადასხვა სახის პროექტს ახორციელებს. მათ შორისაა: წყლისა და წყალარინების ქსელის შეცვლა, საცხოვრებელი სახლების გამაგრება, სადარბაზოების შიდა რემონტი, ლიფტების, კიბეებისა და ჭიშკრების შეკეთება და სხვა. 

ამჯერად, ორ მისამართზე კორპუსის ლიფტების რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოები განხორციელდა  მ. კოსტავას N26-ში და ლ. უკრაინკას  N3-ში. 

პროექტის ფარგლებში, სამ ლიფტს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სამუშაოების შედეგად, ლიფტების კაბინები, კარები, ელექტროძრავა და ბაგირი შეიცვალა. 

პროექტი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 50 136   ლარი გამოიყო.