ანასტასია შატალოვას მკვლელობაში ბრალდებული ბექა ლატარია სასამართლო პროცესიდან გააძევეს
ამობეჭდვა · 20 / 10 / 2021 17:01
ანასტასია შატალოვას მკვლელობაში ბრალდებული ბექა ლატარია სასამართლო პროცესიდან გააძევეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესიდან მკვლელობაში ბრალდებული ბექა ლატარია გააძევეს.

ბრალდებულმა პროკურორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა იმ დროს, როდესაც პროკურორი შუამდგომლობას აყენებდა და აცხადებდა, რომ ლატარიას დაკავების დროს ნარკოტიკები აღმოაჩნდა.

ბექა ლატარიას თქმით, ე.წ. ლომკის დროს დააკავეს და ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონდა.