ლორენს მერედიტი და კარლ ჰარცელი ბათუმში ჩამონგრეულ სახლთან მივიდნენ
ამობეჭდვა · 21 / 10 / 2021 10:40
ლორენს მერედიტი და კარლ ჰარცელი ბათუმში ჩამონგრეულ სახლთან მივიდნენ

 

ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და ინსტიტუციურ მშენებლობაზე პასუხისმგებელი დირექტორი ლორენს მერედიტი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი დღეს ბათუმში 8 ოქტომბერს ჩამონგრეულ სახლთან მივიდნენ და გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს.

დღეს კარლ ჰარცელი ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტების მიმდინარეობას გაეცნობა.