შიდა კვარტალური ეზოების კეთილმოწყობა გრძელდება
ამობეჭდვა · 22 / 10 / 2021 15:32
შიდა კვარტალური ეზოების კეთილმოწყობა გრძელდება

მთაწმინდის რაიონში შიდა კვარტალური ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. საგზაო სამუშაოები დასრულდა ამაღლების ქ. N3-ში და ჭანტურიას ქ. N6-ში, სადაც ასფალტის საფარი 500-მდე კვ.მ ფართობზე დაიგო.

გზების რეაბილიტაცია კონტრაქტორმა კომპანია „პარმამ“ შეასრულა, რისთვისაც მთაწმინდის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 30 000-მდე ლარი გამოყო.