გზის კეთილმოწყობა ოქროყანაში
ამობეჭდვა · 01 / 11 / 2021 18:04
გზის კეთილმოწყობა ოქროყანაში

მთაწმინდის რაიონის გამგეობა შემოერთებულ ტერიტორიებზე გზების კეთილმოწყობის კიდევ რამდენიმე პროექტს ახორციელებს.

ოქროყანაში, „გ“ ზონაში, გზის კეთილმოწყობა დასრულდა, სადაც 500 კვ. მ ფართობზე ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგო. აღნიშნულ მისამართზე სამანქანო გზა სრულად ამორტიზებული იყო და ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა.

სამუშაოები, კონტრაქტორმა კომპანია „პარმამ“ შეასრულა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 40 000 ლარი გამოიყო.