მთაწმინდის რაიონში, ჯუღელის ქუჩაზე მოსასვენებელი სივრცე მოეწყო
ამობეჭდვა · 04 / 11 / 2021 13:43
მთაწმინდის რაიონში, ჯუღელის ქუჩაზე მოსასვენებელი სივრცე მოეწყო

ვერაზე, ჯუღელის ქ. N21-ის მიმდებარედ, დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია დასრულდა.

მთაწმინდის რაიონის გამგეობამ არსებული ტერიტორია, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით, ახლებურად დააგეგმარა და ამორტიზებული ინფრასტრუქტურა მოაწესრიგა. ჩატარებული სამუშაოების ფარგლებში ტერიტორია შემოიღობა და ფილებით მოპირკეთდა. მოეწყო ბავშვთა გასართობი ზონა და საჩრდილობელი. ასევე, სრულად განახლდა არსებული ინფრასტრუქტურა - ლამპიონები, სკამები და ურნები.

სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 33 000 ლარი გამოიყო.