შემოერთებულ ტერიტორიებზე გზების კეთილმოწყობა გრძელდება
ამობეჭდვა · 08 / 11 / 2021 15:18
შემოერთებულ ტერიტორიებზე გზების კეთილმოწყობა გრძელდება

მთაწმინდის რაიონს შემოერთებულ ტერიტორიებზე აქტიურად გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

ამ ეტაპზე, სამუშაოები დასრულდა ტაბახმელაში, ანა ბაჯისა და თედიაშვილის ქუჩებზე. ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ჯამში, 3500 კვ. მ. ფართობზე განხორციელდა და დაიგო ასფალტის ორფენიანი საფარი.

სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანია „პარმამ“ შეასრულა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 365 900 ლარი გამოიყო.