მთაწმინდაზე თანადაფინანსებული პროექტები აქტიურად გრძელდება
ამობეჭდვა · 09 / 11 / 2021 13:18
მთაწმინდაზე თანადაფინანსებული პროექტები აქტიურად გრძელდება

მთაწმინდის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

 ამჯერად, დ. ბაქრაძის ქ. N15-ში ორი სადარბაზო რემონტდება. ხოლო, ვ. ბარნოვის N69-ში აღნიშნული სამუშაოები უკვე დასრულდა. რეაბილიტაციის ფარგლებში, სადარბაზოში არსებულ დაზიანებულ კედლებს შესაბამისი სამღებრო სამუშაოები ჩაუტარდება. ასევე, ჭერი თაბაშირ-მუყაოს ფილით მოეწყობა.

სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 50 426 ლარი გამოიყო.