„ემილი პარიზში“ მეორე სეზონის ანონსში ლილი კოლინზი ანუკი არეშიძის კაბით გამოჩნდა
ამობეჭდვა · 11 / 11 / 2021 10:11
„ემილი პარიზში“ მეორე სეზონის ანონსში ლილი კოლინზი ანუკი არეშიძის კაბით გამოჩნდა

 

„ნეტფლიქსის“ პოპულარული სერიალი „ემილი პარიზში“ მეორე სეზონის პრემიერისთვის ემზადება. ლილი კოლონზი კი სერიალის ანონსში, არც მეტი, არც ნაკლები, ქართველი დიზაინერის, ანუკი არეშიძის მიერ შექმნილი კაბით პოზირებს კამერის წინ.

ეს კაბა ლილი კოლინზს ამერიკულმა პიარსააგენტომ Tata LA-მ შესთავაზა, რომელიც ქართველ თათა ქართველიშვილს ეკუთვნის და მსოფლიო ვარსკვლავებთან მუშაობს.