ტატიშვილის ქუჩაზე გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობა მიმდინარეობს
ამობეჭდვა · 11 / 11 / 2021 14:27
ტატიშვილის ქუჩაზე გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობა მიმდინარეობს

მთაწმინდის რაიონის გამგეობა, მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კიდევ რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. ტატიშვილის ქუჩა №28-ში, რკინა-ბეტონის კედელის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. აღნიშნული პროექტი ახლომდებარე საცხოვრებელ სახლებს გრუნტის ჩამოშლისგან დაიცავს.

სამუშაოებს შპს „ინსტალ +“ ასრულებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 45 000 ლარია გამოყოფილი.