“ჩემი ნათია გარდაიცვალა” – ჯონდი ბაღათურიას მეუღლე, ნათია ფოფხაძე, გარდაეცვალა
ამობეჭდვა · 12 / 11 / 2021 13:23
“ჩემი ნათია გარდაიცვალა” – ჯონდი ბაღათურიას მეუღლე, ნათია ფოფხაძე, გარდაეცვალა

ჯონდი ბაღათურიას მეუღლე, ნათია ფოფხაძე გარდაიცვალა.

ამის შესახებ ჯონდი ბაღათურიამ ფეისბუქში დაწერა:

“ჩემი ნათია გარდაიცვალა
უფალო მოიხსენე მხევალი შენი ნათია”

ნათია ფოფხაძე 2 წლის განმავლობაში მკურნალობდა.

“ორი დღის წინ გავიგეთ, რომ ნათიას სიმსივნე აქვს. ექიმებმა ჯერ ვერ დაადგინეს, სიმსივნე მკერდიდანაა წამოსული თუ ფილტვიდან. 14 წლის წინაც ჰქონდა მკერდზე ეს პრობლემა და მაშინ გადავრჩით.

ერთი წელია დადის ექიმებთან, რენტგენს უღებდნენ ფილტვებზე, ბოლოს კიდევ რომ მოგვთხოვეს რენტგენის გადაღება, იქ გამოჩნდა ფილტვზე რაღაც წერტილი, შემდეგ მაგნიტორეზონანსული
ტომოგრაფია გადავიღეთ, მეორე დღეს გაუკეთეს ექოსკოპია, ახლა კი მორფოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.

გვეუბნებიან, 99 პროცენტით სიმსივნე არისო, თან ავთვისებიანი, უმჯობესია, იყოს მკერდის სიმსივნე და შორს წასული, ვიდრე ფილტვზე აღმოაჩნდესო. ორშაბათს უკვე ნათია თურქეთში მიმყავს სამკურნალოდ. აქ მოცდას აზრი აღარ აქვს, – ამბობდა ჯონდი ბაღათურია 2019 წლის მაისში მშობლები.ჯი-ს ჟურნალისტ რუსკა კილასონიასთან.