"მე არ მომწონს..." - მარიამ ნადირაძის ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა
ამობეჭდვა · 12 / 11 / 2021 20:42
"მე არ მომწონს..." - მარიამ ნადირაძის ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა

ხნის წინ მსახიობ ანი ბებიას ჰქონდა ფოტოსესია ლაქტაციის დროს და მის ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამჯერად მსახიობმა მარიამ ნადირაძემ, გიორგი მახარაძის მეუღლემ გადაიღო ფოტო პატარა ნიკასთან ერთად, რომელსაც სოციალურ ქსელში ბევრი დედა გამოეხმაურა. ფოტოს ბევრი დადებითი კომენტარი მოჰყვა: "საოცარი ფოტოა", "ყველაზე ბედნიერია ამ დროს ბავშვი", "ამაზე ლამაზი არაფერი არსებობს", და ა.შ. თუმცა იყო უარყოფითი გამოხმაურებაც: "მე არ მომწონს, რა ვქნა", "კარგი ფოტოა, დიდი სიყვარულით, მაგრამ ეს მაინც უფრო პრივატ უნდა იყოს, ჩემთვის ცოტა მიუღებელია". 

მარიამი პატარა ნიკას თანამედროვე მეთოდებით ზრდის და ცოტა ხნის წინ ვიდეოც გამოაქვეყნა, თუ როგორ აჩვევს მას დამოუკიდებლად ჭამის პროცესს.

mshoblebi.ge