"კოშმარი ხდება..." - ლევან რატიანი მოსალოდნელ კრიზისზე ალაპარაკდა, შესაძლოა ქვეყანაში მძიმე პაციენტების სამკურნალო მედიკამენტებიც ამოიწუროს
ამობეჭდვა · 18 / 11 / 2021 10:18
"კოშმარი ხდება..." - ლევან რატიანი მოსალოდნელ კრიზისზე ალაპარაკდა, შესაძლოა ქვეყანაში მძიმე პაციენტების სამკურნალო მედიკამენტებიც ამოიწუროს

 

"კოშმარი რომელიც აქამდე არასდროს ყოფილა" - ლევან რატიანი მოსალოდნელ კრიზისზე ალაპარაკდა.

არცერთი თავისუფალი ადგილი, 42 ინფიცირებული რეანიმაციაში, მათი 99% მართვით სუნთქვაზე, სრულად შევსებული სამეანო განყოფილება და 6 მძიმე მდგომარეობაში - პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა ბოლო 2 კვირაა ამ რეჟიმში მუშაობს. საავადმყოფოს დირექტორი ამბობს, რომ კლინიკას რესურსი თითქმის ამოიწურა და საზოგადობას მოუწოდებს ერთმანეთის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოლონ.

პანდემიის მართვის დარღვეული წესები, ხალხმრავალი შეკრებები და 35%-მდე დაწეული პირბადის ტარების მაჩვენებელი - ექიმები მძიმე ეპიდემიოლოგიურ ქრონიკაზე საუბრობენ. ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი არ გამორიცხავს, რომ ასეთ პირობებში იმ მედიკამენტების მარაგიც ამოიწუროს, რომელიც ინფიცირებული მძიმე პაციენტების მკურნალობის პროცესში გამოიყენება.

დღევანდელი მდგომარეობით კლინიკებში 6,700 ინფიცირებულია მოთავსებული, 44 ათასი მკურნალობას ბინაზე გადის, ამ ფონზე კი ბოლო 24 საათში - მხოლოდ 8,334 მოქალაქე აიცრა. 

Rustavi2.ge