ნეკა დოროყაშვილი გაჩუმებას აღარ აპირებს: „ექსმეუღლემ რამდენჯერმე მიღალატა სხვადასხვა ქალთან!..“
ამობეჭდვა · 19 / 11 / 2021 12:12
ნეკა დოროყაშვილი გაჩუმებას აღარ აპირებს: „ექსმეუღლემ რამდენჯერმე მიღალატა სხვადასხვა ქალთან!..“

 

ნეკა დოროყაშვილი სოციალური ქსელის საშუალებით გამომწერების კითხვებს პასუხობს. მათ შორისაა, რასაკვირველია, კითხვები მისი ყოფილი ქმრის, ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებაც.

როგორც ნეკა წერს, გაჩუმებას აღარ გეგმავს და მისი მხრიდან გავრცელებულ ყველა ტყუილს სათანადოდ უპასუხებს.

ნეკა ასევე აღნიშნავს, რომ ქმარმა რამდენჯერმე უღალატა და ამის შესახებ გაიგო. კითხვაზე, ღალატობდა თუ არა ექსმეუღლე, ის შემდეგნაირად პასუხობს:

„დიახ, ეს იყო რამდენჯერმე სხვადასხვა ქალთან. ერთხელ დამირეკეს და მიმითითეს კონკრეტულ ადგილზე, რომ ჩემი ქმარი იქ სხვასთან ერთად იწვა. შოკი მივიღე, როდესაც ღალატის დამადასტურებელი ფაქტები, მესიჯები, ფოტოები ვნახე და შოკი მივიღე, როცა გავიგე, ვინ იყო ის ქართველი გოგონა“.