ტაბახმელაში მასშტაბური საგზაო სამუშაოები დასრულდა
ამობეჭდვა · 22 / 11 / 2021 17:31
ტაბახმელაში მასშტაბური საგზაო სამუშაოები დასრულდა

 

 მთაწმინდის რაიონის შემოერთებულ ტერიტორიებზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება გრძელდება.

საგზაო სამუშაოები დასრულდა ტაბახმელაში, მირიან მეფის I ჩიხში. ჩატარებული სამუშაოების ფარგლებში, 1700 კვ.მ ფართობზე კაპიტალურად შეკეთდა საავტომობილო გზა, დაიგო ასფალტის ორფენიანი საფარი და მოეწყო ბორდიური.

სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 153 000 ლარი გამოიყო.

მიმდინარე წელს ტაბახმელაში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ასევე, თამარ მეფის, კოტე აფხაზისა და ანა ბაჯის ქუჩებს.