ბიზნესმენი ილია კოკაია, მწვერვალ დედაენაზე, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 24 / 11 / 2021 09:00
ბიზნესმენი ილია კოკაია, მწვერვალ დედაენაზე, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა

ბიზნესმენი ილია კოკაია, მწვერვალ დედაენაზე, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, კოკაია მწვერვალის დასალაშქრად მეგობართან ლევან მუშკუდიანთან ერთად იმყოფებოდა. მუშკუდიანის თქმით, კოკაია დაცურდა, თავი დაარტყა და შედეგად გარდაიცვალა.

ცნობისთვის, ილია კოკაია ცნობილი ბიზნესმენია. ის ფლობს სასტუმროების ქსელს გუდაურში, ფეროშენადნობთა ქარხნის წილს და იყო საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის მფლობელი.