იაგო ხვიჩია - ჩემი აზრით, სააკაშვილთან დადებული პირობის შესასრულებლად და იქ გასაშვებად ემზადებიან, სადაც არჩევნებამდე იყო, ასე ნელ-ნელა გვაპარებენ - პოლარიზაციის შემცირების გზად ეს გამოდგება
ამობეჭდვა · 24 / 11 / 2021 12:17
იაგო ხვიჩია - ჩემი აზრით, სააკაშვილთან დადებული პირობის შესასრულებლად და იქ გასაშვებად ემზადებიან, სადაც არჩევნებამდე იყო, ასე ნელ-ნელა გვაპარებენ - პოლარიზაციის შემცირების გზად ეს გამოდგება

 

ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილთან დადებული პირობის შესასრულებლად და იქ გასაშვებად ემზადებიან, სადაც არჩევნებამდე იყო, ასე ნელ - ნელა გვაპარებენ - პოლარიზაციის შემცირების გზად ეს გამოდგება,- ასე ეხმიანება „გირჩის" დეპუტატი იაგო ხვიჩია სტრასბურგში პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს და მმართველი გუნდის შეხვედრას ევროპარლამენტარებთან.

მისი თქმით, მიესალმება, თუკი მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაუშვებენ. ამასთან, დეპუტატი ეხმიანება ღარიბაშვილის განცხადებას, რომ არ აინტერესებს რას იტყვის ზოგიერთი მიკერძოებული ევროპარლამენტარი და აცხადებს, რომ მსგავსი განცხადებები „ქართული ოცნების" მხარდამჭერებისთვის არის განკუთვნილი.

„ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები ევროპარლამენტარებზე არის საგზალი „ქართული ოცნების" მხარდამჭერებისთვის, ვინც საქართველოში არიან, ხოლო ირაკლი კობახიძის სტრასბურგში გაკეთებული განცხადება განკუთვნილია საერთაშორისო საზოგადოებისთვის, სადაც თავს აჩვენებენ, რომ თითქოს ევროპული ღირებულებების მიმდევარი და ერთგული მთავრობა გვყავს", - განაცხადა ხვიჩიამ.