კინოთეატრებსა და თეატრებში მაყურებელთა რაოდენობა 50 პროცენტამდე გაიზრდება
ამობეჭდვა · 24 / 11 / 2021 13:58
კინოთეატრებსა და თეატრებში მაყურებელთა რაოდენობა 50 პროცენტამდე გაიზრდება

 

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ კინოთეატრებში, თეატრებსა და ოპერებში მაყურებელთა რაოდენობა გაიზრდება.

როგორც ღიბრაძემ აღნიშნა, მაყურებელთა რაოდენობა 30-დან 50 პროცენტამდე გაიზრდება.

„30-დან 50 პროცენტამდე გაიზრდება მაყურებელთა რაოდენობა კინოთეატრებში, თეატრებსა და ოპერებში“, – აღნიშნა ღიბრაძემ.