საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში არიან ვაქცინირებული და ქვეყანაში შემოდიან სახმელეთო საზღვრით, „პისიარ“ ტესტის წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან
ამობეჭდვა · 24 / 11 / 2021 14:01
საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში არიან ვაქცინირებული და ქვეყანაში შემოდიან სახმელეთო საზღვრით, „პისიარ“ ტესტის წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან

 

საქართველოში ვაქცინირებული საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში სახმელეთო საზღვრით შემოსვლისას „პისიარ“ ტესტის წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან.

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში არიან ვაქცინირებული და ქვეყანაში შემოდიან სახმელეთო საზღვრით, „პისიარ“ ტესტის წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.