ვიკა ბუკია – “ვიცი, რომ პოსტივი ხარხარებს “მიშა ვერ შარდავს”-ზე… ძაან საყვარლად კი წავიკითხე…”
ამობეჭდვა · 25 / 11 / 2021 23:00
ვიკა ბუკია – “ვიცი, რომ პოსტივი ხარხარებს “მიშა ვერ შარდავს”-ზე… ძაან საყვარლად კი წავიკითხე…”

 

ვიკა ბუკიამ ფეისბუქში დაწერა:

“ვიცი, ვიცი, მეგობრებო, ვიცი ყველაფერი. ვიცი, რომ პოსტივი ხარხარებს “ვერ შარდავს”-ზე. და ვერაფერს იტყვი. სასაცილო კი არის, ნაღდად ლაივში ვკითხულობდი ტექტს და უკვე წაკითხულზე მივხდი (რაც სახეზე მეტყობა), რომ ისეთ რაღაც წავიკითხე არც საინტერესო იყო, არც წასაკითხი, კომიკური. ჩემი გიფიც უკვე დავინახე იმ წამსვე და ცხადია ჩემი თავი გამოვიგლოვე წინასწარ მაგრამ ხდება ხოლმე ეგეთი დებილობები პირდაპირ ეთერში. შვილებო, გაითვალისწინეთ აწი: სანამ ნიუსს წაიკითხავთ ლაივში კარგად გადაიკითხეთ, დებილობა არ ეწეროს რამე შიგნით:)”

ერთ-ერთ კომენტარში ვიკა ბუკიამ მომხდარის არსი ასე ახსნა:

“ექიმის პირველად დასკვნას ვკითხულობდი ლაივში, ეგრევე დაიდო და მე შემომხვდა. სადაც სააკაშვილის ცნობიერებაზე იყო საინტერესო დეტალები. მაგრამ თან ეწერა ბევრი გაუგებარი სამედიცინო სიტყვა რომელიც ძლივს წავიკითხე და კიდევ ის რომ “ვერ შარდავს”. და ეს ყველაფერი ძაან საყვარლად წავიკითხე”.