"ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბებიან
ამობეჭდვა · 29 / 11 / 2021 09:52
"ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბებიან

 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბებიან.

როგორც ცნობილია, ისინი საქალაქო სასამართლოსთან 11:00 საათისთვის მივლენ.

27 ნოემბერს, "ნაციონალური მოძრაობამ" მხარდამჭერებს სასამართლოსთან შეკრებისკენ მოუწოდა. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ბეჟაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, მძლავრ პროტესტს ალტერნატივა არ აქვს.

"მოვუწოდებთ მხარდამჭერებს და იმ ადამიანს, ვისაც ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე და უსამართლობაზე გული შესტკივათ, მოვიდნენ და დააფიქსირონ მძლავრი პროტესტი უკანონობის წინააღმდეგ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მაგალითზე ხორციელდება",- განაცხადა ბეჟაშვილმა 27 ოქტომბერს.

ინფორმაციისთვის, 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს 11:00 საათზეა ჩანიშნული.

ipn.ge