მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტი მინისტრის საათის ფორმატში მიხეილ ჩხენკელსა და თეა წულუკიანს მოუსმენს
ამობეჭდვა · 29 / 11 / 2021 16:15
მიმდინარე სასესიო კვირაში  პარლამენტი  მინისტრის საათის ფორმატში  მიხეილ ჩხენკელსა და თეა წულუკიანს მოუსმენს

მიმდინარე კვირაში, ოთხშაბათს, 1-ლ დეკემბერს, პარლამენტი მინისტრის საათის ფორმატში განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს, ხოლო პარასკევს, 3 დეკემბერს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს თეა წულუკიანს მოუსმენს. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე  ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მინისტრების მოსმენა პარლამენტის რეგლამენტით  მინისტრის საათის ფორმატისთვის განსაზღვრული პროცედურებით წარიმართება.

მიმდინარე კვირაში,  რიგი საკანონმდებლო ინიციატივების  განხილვის გარდა,  საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის  მოსმენა  იგეგმება.