ანიტა რაჭველიშვილს გოგონა შეეძინა - თავის პირველ შვილს მანაც უცნაური სახელი დაარქვა
ამობეჭდვა · 30 / 11 / 2021 11:54
ანიტა რაჭველიშვილს გოგონა შეეძინა - თავის პირველ შვილს მანაც უცნაური სახელი დაარქვა

 

ანიტა რაჭველიშვილი პირველი შვილის დედა გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მის „ფეისბუკ“ გვერდზე გამოქვეყნდა: „პატარა ლილიანა მაისურაძე დაიბადა. ორივე ჯანმრთელადაა და თავს კარგად გრძნობს. მადლობა, ღმერთო, ყველაფრისთვის“ - წერია მიმართვაში.

ანიტასა და მის რჩეულს, ოთარ მაისურაძეს აგვისტოში თანაცხოვრების 5 წელი შეუსრულდათ. „ქორწინებიდან 5 წელი, ბედნიერების ხუთი წელი... ძალიან მიყვარხარ, ოთი“ - წერდა ანიტა. 

წყვილს პირველი შვილი, ლილიანა 29 ნოემბერს შეეძინა.