ნატო-ს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა დღეს საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობით გაიმართება
ამობეჭდვა · 01 / 12 / 2021 10:37
ნატო-ს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა დღეს საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობით გაიმართება

რიგაში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის მეორე დღის ღონისძიებებში საქართველო და უკრაინა ჩაერთვებიან.

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაში, რომელსაც ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ხელმძღვანელობს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი კულება მიიღებენ მონაწილეობას. სხდომის გახსნის დროს დაგეგმილია ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადება.

ალიანსის ასპირანტი საქართველო და უკრაინა ნატო-ს რიგის მინისტერიალზე გასულ კვირას მიიწვიეს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი დავით ზალკალიანი NAC-ის სხდომაში მონაწილეობის გარდა, რიგაში ორმხრივ შეხვედრას გამართავს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან, პიტერ სიიარატოსთან. მინისტრები ხელს მოაწერენ ურთიერთგაგების მემორანდუმს უნგრეთისა და საქართველოს დიპლომატიურ აკადემიებს შორის თანამშრომლობის თაობაზე.