„არ მესმის მშობლის, ვინც ამბობს, ჩემს შვილს ყველაფრის უფლება აქვსო, რას ნიშნავს ყველაფრის უფლება?!“ - ია სუხიტაშვილი
ამობეჭდვა · 01 / 12 / 2021 18:47
„არ მესმის მშობლის, ვინც ამბობს, ჩემს შვილს ყველაფრის უფლება აქვსო, რას ნიშნავს ყველაფრის უფლება?!“ - ია სუხიტაშვილი

 

ია სუხიტაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ ოჯახური ცხოვრებისა და პროფესიის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მეუღლესთან ერთად ოჯახში სიმშვიდე იპოვა.

რუსთაველის თეატრის წარმატებული მსახიობი ორი ვაჟის დედაა. უფროსი, ლუკა 14 წლისაა და მას უკვე სამსახიობო გამოცდილებაც დაუგროვდა, თუმცა იას უნდა, რომ მისმა შვილებმა კარგად ისწავლონ.

„გარკვეული დოზით თავისუფლებას ვაძლევ. არ მესმის იმ მშობლის, ვინც ამბობს, ჩემს შვილს ყველაფრის უფლება აქვსო. რას ჰქვია, ყველაფრის უფლება?! არსებობს წესები, რომელთა დარღვევა არ შეიძლება. ბავშვს უნდა ეტყობოდეს, რომ ოჯახში იზრდება. ჩემმა 14 წლის შვილმა ღამე რომ სახლში არ გაათენოს, მე ვერ დავუშვებ, ან ღამის ორ საათზე შემოაღოს კარი. შეიძლება, ძველმოდური ვარ, მაგრამ ასე ვფიქრობ. ვმეგობრობ ჩემს შვილთან, თუმცა დედაშვილობის ზღვარს არასდროს გადავდივარ. რაც შეეხება ირაკლის, 4 წლის არის, ნამდვილი ფერადი, ნათელი და საყვარელი ბიჭი“.

newposts.ge