ვიკა ბუკია – “დღეს ქეთინო გარდაიცვალა. ბუბის ყოფილი ძიძა. კოვიდით…”
ამობეჭდვა · 01 / 12 / 2021 23:00
ვიკა ბუკია – “დღეს ქეთინო გარდაიცვალა. ბუბის ყოფილი ძიძა. კოვიდით…”

ვიკა ბუკიამ ფეისბუქში დაწერა:

“არ ვიცი, როგორ მოგვივიდა ეს? ადამიანები იღუპებიან და ჩვენ ვეგუებით. დღეს ქეთინო გარდაიცვალა. ბუბის ყოფილი ძიძა. კოვიდით. დიდხნიანი ურთიერთობა არ მქონია მასთან, მაგრამ ძალიან, ძალიან მჭიდრო. რამდენიმე თვე ცხოვრობდა ჩვენთან. წარმოიდგინეთ: ის იყო ჩემი სახლის დიასახლისი. ის იყო ბუბის დედაც და მამაც. ახლა სადაც ამ პოსტს ვწერ დამხვდებოდა ხოლმე შუაღამისას: დედა, არ გშია? მე კიდევ სულ ვსაყვედურობდი ღამეს ნუ ათენებ მეთქი ისე გამიჭირდა იმის გაანალიზება, რომ ქეთინო აღარაა.. ძალიან, ძალიან. მისი ლამაზი წარწერები მხდება სახლში, არც მითხოვია ისე ნინიას საჭმლის ქილები გადააქცია, შაქრის, მარილის, მჭადის ფქვილის ქილებად. მოვედი ახლა და ამ წარწერებს ვუყურებ.
შეიძლება არავის არ გაინტერესებთ ახლა ჩემი ღამის ფიქრები. მაგრამ მე უბრალოდ ადამიანი მინდა გაგაცნოთ. და არა სტატისტიკა. ადამიანები არიან ამ სტატისტიკის მიღმა.

ქეთინოსაც თავისი ისტორია აქვს. ძალიან დიდი შრომის, გულიბრყვილობის, დრამის და უკვე სულელურად გარდაცვალების ისტორიაც. პირველად გამიჩნდა განცდა, რომ თანამონაწილე ვარ ადამიანის სიკვდილის. ვერაფერი ვერ გააკეთეთ ამ ადამიანებისთვის. ვერაფერი.
Ketevan Goderdzishvili Bregvadze მშვიდობით, ქეთინო დეიდა.”