"ჩემს შვილს ეკლესია შეაძულეს... ბევრმა სასულიერო პირმა დაგვწყევლა, მარიამი რომ ჯვრისწერის გარეშე გათხოვდა, ეს იყო დიდი პროტესტი" - პეტრე კოლხი
ამობეჭდვა · 02 / 12 / 2021 09:22
"ჩემს შვილს ეკლესია შეაძულეს... ბევრმა სასულიერო პირმა დაგვწყევლა, მარიამი რომ ჯვრისწერის გარეშე გათხოვდა, ეს იყო დიდი პროტესტი" - პეტრე კოლხი

 

მამა პეტრე კოლხმა გადაცემაში "ფარული კონვერტი" ისა­უბ­რა ქა­ლიშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც, რო­მე­ლიც წლე­ბის წინ ფო­ტოს გამო კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლში გა­ახ­ვი­ეს.

"2013 წელი იყო. ოჯახ­თან ერ­თად წა­ლენ­ჯი­ხა­ში ვის­ვე­ნებ­დი. პირ­ვე­ლად მო­უნ­და მა­რი­ამს, ჩემ­თვის ეთხო­ვა, რომ შენს და­დე­ბულ ფო­ტოს მეტი ნახ­ვა ექ­ნე­ბა და იქ­ნებ და­მი­დო ფოტო შენს "ფე­ის­ბუქ­ზეო". მდი­ნა­რეს­თან იყო სვე­ლი ტუ­ნი­კით. მე­ო­რედ მოს­ვლა ატყდა. ერთი თვე ყვე­ლა ბრუნ­ვა­ში გვატ­რი­ა­ლებ­დნენ მთელ ოჯახს. მათ შო­რის ის სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი, რომ­ლებ­მაც თა­ვა­დაც არ იცოდ­ნენ მათი შვი­ლე­ბი რას აკე­თებ­დნენ. არც არას­დროს ვე­ტყვი ამას მათ.

იმ­დე­ნი გა­უ­კე­თეს ჩემს შვილს, რომ ეკ­ლე­სია და ანა­ფო­რა შე­ა­ძუ­ლეს... ბევ­რჯერ უთ­ქვამს ჩემ­თვის, გა­ი­ხა­დე ანა­ფო­რა და წა­მო­დი ამ სიბ­ნე­ლი­და­ნო. ბევ­რმა სა­სუ­ლი­ე­რო პირ­მა დაგ­ვწყევ­ლა კი­დეც, ამის გამო ბო­დი­შიც არ მო­უხ­დი­ათ. ჩემს შვილს გული მო­უკ­ლეს. ამი­ტომ ასე­თი ფა­რი­სევ­ლე­ბის­გან აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეს ეკ­ლე­სია.

მა­რი­ა­მი ჩემ­სა­ვით რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი სუ­ლის ადა­მი­ა­ნია და ის თა­ვის სათ­ქმელს ყო­ველ­თვის იტყვის. ის გა­თხოვ­და ისე, რომ ჯვა­რი არ და­ი­წე­რა. ეს უკვე დიდი პრო­ტეს­ტი იყო იქი­დან გა­მო­ყო­ლი­ლი. უყ­ვართ ერ­თმა­ნე­თი, ან­გე­ლო­ზი­ვით შვი­ლი ჰყავთ. ეს ის თე­მაა, რო­მელ­ზეც დღეს ბო­ლო­ჯერ ვსა­უბ­რობ" - ამ­ბობს პეტ­რე კოლ­ხი.

newposts.ge