მიხეილ სააკაშვილის დედა: რომელია არამიზნობრივად დახარჯული? ავტომანქანებიც უნდა დაიქირაოს, როცა საჭიროა, აბა როგორ, ფეხით უნდა იაროს, თუ როგორ არის, თუ თავისი ხელფასით უნდა იხადოს ?!
ამობეჭდვა · 02 / 12 / 2021 12:36
მიხეილ სააკაშვილის დედა: რომელია არამიზნობრივად დახარჯული? ავტომანქანებიც უნდა დაიქირაოს, როცა საჭიროა, აბა როგორ, ფეხით უნდა იაროს, თუ როგორ არის, თუ თავისი ხელფასით უნდა იხადოს ?!

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი – 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე, სასამართლო სხდომა დაიწყო. სადაც ბრალდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია.

ექსპრეზიდენტის დედა, გიული ალასანია აცხადებს, რომ ის შვილს ბიუჯეტს თანხები არამიზნობრივად არ დაუხარჯავს.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ აღძრული საქმეები სასაცილოა.

„ძალიან სასაცილო საქმეა ჩემი აზრით და ვნახოთ, რადგან ყველა პრეზიდენტს, ყველა მაღალი თანამდებობის პირს ეკუთვნის, ჰქონდეს რაღაც ფონდი, რომელსაც ახმარს ამ საქმიანობად, ფაქტიურად რაზეა ლაპარაკი, კაჩინსკის ყვავილები, ვაცლავ ჰაველისთვის მიტანილი ყვავილები, ასეთ რაღაცებზე არის საქმე აღძრული და რა უნდა ილაპარაკო ამაზე. ყველა საქმე არის არის შეთითხნილი. ჩემი აზრი ეს არის და დანარჩენი ვნახოთ, რა იქნება. დღესაც იქნება მოსმენა, იმედია, მოვა ჩემი შვილი და გასცემს პასუხებს, ილაპარაკებს ყველაფერზე, მაგრამ ძალიან კომიკურია თავისთავად მთელი ეს საქმე. რომელია არამიზნობრივად დახარჯული, ვაცლავ ჰაველს რომ თაიგული მიუტანა, კაჩინსკის თუ რომელი იყო იქ არამიზნობრივი, გეკითხებით. უკაცრავად და რომ დაივარცხნოს ადამიანმა, პრეზიდენტმა, რომელიც შეხვედრაზე მიდის, ეს რა არამიზნობრივია? თუ ასე უნდა იყოს. ავტომანქანებიც უნდა დაიქირაოს, როცა საჭიროა, აბა როგორ, ფეხით უნდა იაროს, თუ როგორ არის, თუ თავისი ხელფასით უნდა იხადოს ეს ყველაფერი. სამართლიანობა ოდნავ თუ არსებობს, მოლოდინი მაქვს, რომ ეს ადამიანი უნდა იყოს გარეთ. მე ასეთი მოლოდინი მაქვს, მაგრამ ვნახოთ, ყველაფერი ყირაზეა“, – განაცხადა გიული ალასანიამ.