თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისთვის აბონემენტები სავარაუდოდ, 2022 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება
ამობეჭდვა · 14 / 12 / 2021 12:01
თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისთვის აბონემენტები სავარაუდოდ, 2022 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება

 

 თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისთვის სხვადასხვა ვადის მქონე აბონემენტები სავარაუდოდ, 2022 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, იქნება 1-დღიანი, 1-კვირიანი, 1-თვიანი, 3-თვიანი და 1-წლიანი აბონემენტები.

თუმცა, მერიაში ამ ეტაპზე ვადიანი აბონემენტების საფასურს არ აკონკრეტებენ.

„ვადიანი სამგზავრო აბონემენტები ამოქმედდება საორიენტაციო თარიღია 1-ელი იანვარი. იარსებებს ერთდღიანი, ერთკვირიანი, ერთთვიანი, სამთვიანი და ერთწლიანი აბონემენტები. ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკური პროცესების გამართვა და საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ მერი გააკეთებს დეტალურ განმარტებებს“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით - მეტროთი, ავტობუსით და ლურჯი მიკროავტობუსით მგზავრობა ერთჯერადად - 50 თეთრი, საათ ნახევრის განმავლობაში გადაჯდომის შემთხვევაში კი, უფასოა.

ipn.ge