ალა პუგაჩოვა შესაძლოა, საქართველოში ჩამოვიდეს
ამობეჭდვა · 10 / 01 / 2022 16:08
ალა პუგაჩოვა შესაძლოა, საქართველოში ჩამოვიდეს

 

მომღერალი ალა პუგაჩოვა შესაძლოა საქართველოში ჩამოვიდეს. ამის შესახებ ერთგვარი მინიშნება გააკეთა კულტურის პალატის ხელმძღვანელმა დავით ოქიტაშვილმა და მომღერალთან ერთად გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა.

“დაგველოდეთ, დიახ.. ეს ისტორიაა, ისტორიას და მეგობრობას, რომელსაც ვერავინ და ვერასდროს ვერ წაშლით”- წერს დავით ოქიტაშვილი.

დავით ოქიტაშვილი არ ამბობს, იგეგმება თუ არა ალა პუგაჩოვას ჩამოსვლა ან კონცერტი, თუმცა კომენტარებში დატოვებული მინიშნებები სწორედ ამ შთაბეჭდილებას ტოვებს და შესაძლოა ეს იყოს ერთგვარი სიურპრიზი მისი თაყვანისმცემლებისთვის.

alia.ge