ლიეტუვის პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა
ამობეჭდვა · 12 / 01 / 2022 10:09
ლიეტუვის პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა

 

 ლიეტუვის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ, ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენმა შალვა პაპუაშვილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

როგორც ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენის მისალოც წერილშია აღნიშნული, ლიეტუვა ზრუნავს, რომ საქართველო დარჩეს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ქვეყანამ გააძლიეროს ინსტიტუტები და განახორციელოს დემოკრატიული რეფორმები.

ლიეტუვის პარლამენტის თავმჯდომარემ გამოთქვა იმედი, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა და კონსტრუქციული საპარლამენტო დიალოგი გაგრძელდება. ამ მიზნით მან შალვა პაპუაშვილი ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.