ზურაბ აზარაშვილი ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრში იმყოფებოდა
ამობეჭდვა · 13 / 01 / 2022 12:06
ზურაბ აზარაშვილი ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრში იმყოფებოდა

 

ზურაბ აზარაშვილი ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრში იმყოფებოდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა ცენტრის გენერალურ დირექტორთან, ამირან გამყრელიძესთან შეხვედრა გამართა და „კოვიდის“ ახალი შტამის, „ომიკრონის“ გავრცელებასთან დაკავშირებით პროგნოზები პირადად მოისმინა.

ზურაბ აზარაშვილმა რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრიც დაათვალიერა და თანამშრომლებთან მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ჯანდაცვის მინისტრმა მათ მხარდაჭერა აღუთქვა და განაცხადა, რომ პანდემიის მართვის პროცესში დაავადებათა კონტროლის ცენტრის როლი უმნიშვნელოვანესია.

„პანდემიის მართვის პროცესში დაავადებათა კონტროლის ცენტრის როლი უმნიშვნელოვანესია. ასევე, მნიშვნელოვანია მათი როლი სხვადასხვა დაავადებების პრევენციისა და მართვის კუთხით. თანამშრომლებთან ერთად განვიხილეთ სამომავლო გეგმები, თუ რა ნაწილში შეიძლება, იყოს უფრო გააქტიურებული სამინისტროს ჩართულობა. ჩემი მხრიდან მათ ყველანაირი მხარდაჭერა ექნებათ“, – აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრთან ერთად დაავადებათა კონტროლის ცენტრში მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნიაც იმყოფებოდა.