გოგი წულაიას მიმართ დამცავი ორდერი გამოიცა
ამობეჭდვა · 13 / 01 / 2022 15:15
გოგი წულაიას მიმართ დამცავი ორდერი გამოიცა

 

 თბილისის საქალაქო სასამართლომ,  პარტია "ახალი ქრისტიან დემოკრატების" თავმჯდომარის გოგი წულაიას მიმართ, დამცავი ორდერი გამოსცა.


ამ გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა მომჩივანის ასმათ დვალიშვილის მოთხოვნა, რომ ერთთვიანი შემაკავებელი ორდერის შემდეგ, გოგი წულაიას მიმართ 6 თვიანი ორდერიც გამოეცათ. 

 

"მედავება იმას, რომ მე ვითომ  დილის 7-ის ნახევარზე  გავუგზავნე დამეგობრება თუ მოწონება, რაღაც "ფეისბუქ" აქტივობა შევასრულე, რის გამოც, მის  ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე  მომიხდენია გავლენა. თურმე, აწი ყველაფერი ჩემი ბრალი იქნება, რასაც მასზე იტყვიან და დაწერენ", - ამბობს გოგი წულაია. 

ასმათ დვალიშვილმა გოგი წულაიას მეორედ უჩივლა.  თავად გოგი წულაია მომჩივანისთვის  სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" მეგობრობის თხოვნის გაგზავნის შესახებ ბრალდებას უარყოფს. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი  გასული  წლის 17 მარტს დააკავეს. მის მიმართ გამოძიება 138-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს. 4 თვიანი პატიმრობის შემდეგ, იგი 6000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.