ნათია თურნავამ კალანდობის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
ამობეჭდვა · 14 / 01 / 2022 10:40
ნათია თურნავამ კალანდობის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ოზურგეთში, კალანდობის აღსანიშნავ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიცირებული საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა.

 „მინდა გურიიდან, ოზურგეთის რაიონის სოფელ შემოქმედიდან მთელ  საქართველოს მივულოცო ძველით ახალი წელი -  კალანდა, რომლის ტრადიციაც გურიაში შენარჩუნებულია და წელს განსაკუთრებით ლამაზად აღინიშნება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ღონისძიების ფარგლებში ნათია თურნავა საკალანდო ბაზრობას ესტუმრა და ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია დაათვალიერა. მინისტრი სოფელ შემოქმედში ასევე ეწვია გორდელაძეების ოჯახს და საქართველოს ძველით ახალი წელი, კალანდობა  მიულოცა.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ კალანდობას გურიაში მომიწია ყოფნა, გავხსენით ახალი ტექნოპარკი, დავათვალიერე დამწყები, ძალიან ნიჭიერი მეწარმეების შესანიშნავი გამოფენა-გაყიდვა. მინდა, ყველას, მთელ საქართველოს და რა თქმა უნდა, გურიას, სადაც ახლა ვიმყოფები, ვუსურვო მშვიდობა, ბარაქა, განვითარება, ეკონომიკის აღდგენა -რაშიც ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ. ყველა სირთულე, რაც კოვიდ-პანდემიამ მოიტანა, უკან დაგვრჩენოდეს და ყველაფერი ერთად გადაგველახოს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.