თბილისის „საახალწლო სოფელი“ დღეს კონცერტით დაიხურება
ამობეჭდვა · 14 / 01 / 2022 12:04
თბილისის „საახალწლო სოფელი“ დღეს კონცერტით დაიხურება

 

დღეს, 20:00 საათზე, დედაენის ბაღში, თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული „საახალწლო სოფელი“ გრანდიუზული კონცერტით დაიხურება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, კონცერტში მონაწილე შემსრულებლები – მაია ბარათაშვილი, სოფო ხალვაში, ოთო ნემსაძე, ნუკრი კაპანაძე, „ქუჩის ბიჭები“, ეკა დოლიძე, დათო ფორჩხიძე მსმენელის წინაშე პაატა ანდრიაძის ბენდთან ერთად წარდგებიან და მრავალჟანრობრივ პროგრამას შეასრულებენ, რომელიც ამ საღამოსთვის პროექტის ავტორმა, რუსუდან მორჩილაძემ შეადგინა.

ძველით ახალი წლის მუსიკალურ საღამოზე ასევე, ჯგუფი The Quintessence, ანსამბლი „შავნაბადა“ და გიორგი სუხიტაშვილი ოსურ და აფხაზურ სიმღერებს შეასრულებენ.