დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი, რომელსაც სკოლაში დასცინოდნენ, კლასამდე პრეზიდენტმა მიაცილა
ამობეჭდვა · 12 / 02 / 2022 19:32
დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი, რომელსაც სკოლაში დასცინოდნენ, კლასამდე პრეზიდენტმა მიაცილა

 

სტევო პენდაროვსკიმ, 11 წლის გოგო, რომელიც სკოლაში ე.წ. ბულინგის მსხვერპლი იყო, საკლასო ოთახამდე მიაცილა, - ამის შესახებ EuroNews-ი წერს.

მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტი დედაქალაქ სკოპიედან 65 კილომეტრის მოშორებით, ქალაქ გოსტივარში სპეციალურად გოგონასთვის ჩავიდა.

„ჩვენ ყველანი თანასწორნი ვართ ამ საზოგადოებაში. მოვედი იმისთვის, რომ ჩემი მხარდაჭერა გამოვხატო მის მიმართ“, - თქვა პენდაროვსკიმ.

სკოლაში ბავშვის ჩაგვრის გამო, გამოძიება დაიწყო.

imedinews.ge