„მე მჯერა ბედისწერის, ჩვენ შემთხვევით არ შევხვედრივართ ერთმანეთს... ოთო საუკეთესო პარტნიორია“ - ჯულიანა ბარგნარის აღიარება - აქვს თუ არა წყვილს სასიყვარულო ურთიერთობა
ამობეჭდვა · 16 / 02 / 2022 15:22
„მე მჯერა ბედისწერის, ჩვენ შემთხვევით არ შევხვედრივართ ერთმანეთს... ოთო საუკეთესო პარტნიორია“ - ჯულიანა ბარგნარის აღიარება - აქვს თუ არა წყვილს სასიყვარულო ურთიერთობა

 

ოთო ფოლადაშვილისა და ჯულიანა ბარგნარის სასცენო წყვილს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. ისინი პოპულარული შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ უცვლელი მონაწილეები არიან და საზოგადოების მხრიდან ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებენ. მათ მონაწილეობა არაერთ საერთაშორისო კონკურსშიც აქვთ მიღებული და ამ ხნის მანძილზე უამრავი ჯილდოც დაიმსახურეს. წყვილს საკუთარი ცეკვის სტუდიაც აქვს, სახელწოდებით „Oto & Juliana Project”, სადაც მსურველებს სამეჯლისო და სპორტულ ცეკვებს ასწავლიან. ოთოსა და ჯულიანას ურთიერთობა არაერთხელ გამხდარა საზოგადოებისთვის განხილვის საგანი.

ამჯერად ოთო და ჯულიანა „სიცრუის დეტექტორს“ სტუმრობდნენ, სადაც წითელ სკამზე 

ჯულიანა იჯდა. კითხვაზე, არის თუ არა ოთო მისთვის საუკეთესო პარტნიორი, ჯულიანამ დადებითი პასუხი გასცა. მან განმარტა ისიც, რომ სჯერა ბედისწერის და იმის, რომ მათი შეხვედრა შემთხვევითი არ ყოფილა. წამყვანის კითხვაზე, აქვთ თუ არა მათ სასიყვარულო ურთიერთობა, ოთომ კითხვის შეცვლის უფლებით ისარგებლა და თქვა, რომ მათ პირად ცხოვრებაზე საუბარი არ უყვართ.

marao.ge