FIBA-მ რუსეთის საკალათბურთო ნაკრები ყველა ტურნირს ჩამოაშორა
ამობეჭდვა · 02 / 03 / 2022 11:46
FIBA-მ რუსეთის საკალათბურთო ნაკრები ყველა ტურნირს ჩამოაშორა

 

ევროლიგის შემდეგ, რუსულ კალათბურთს სანქციები დაუწესა კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIBA), რომელმაც ოფიციალურად გამოაცხადა რუსი მოთამაშეებისა და ოფიციალური პირების ყველა ტურნირიდან მოკვეთის შესახებ. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ნაკრები ვეღარ გააგრძელებს გამოსვლას მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში.

ეს გადაწყვეტილება, 3×3-ზე კალათბურთზეც ვრცელდება.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, ევროლიგის ხელმძღვანელობამ სამი რუსული კლუბი – ცსკა, უნიქსი და „ზენიტი“ ჩამოაშორა 2021-22 წლების სეზონის რეგულარულ ჩემპიონატს.